როგორი ავტომობილია პოპულარული ფორდ ფიუჟენი?
საუკეთესო თუ უდიდესი შეცდომა? 2012-2020 Ford Fusion. ძრავები, რომლებსაც უნდა მოერიდო.

და მაინც, როგორი ავტომობილია ფორდ ფიუჟენის მეორე თაობა?
Ford Fusion-ის მეორე თაობა არ იყო უბრალოდ მორიგი სედანი. 2012 წელს, როდესაც ის წარმოებაში ჩაეშვა, Ford-მა უზარმაზარი ფსონი დადო ამ მოდელზე. კომპანიის ფინანსური სტაბილურობა დიდწილად მის წარმატებაზე იყო დამოკიდებული. შედეგი? ვიღებთ ავტომობილს, რომელიც დღემდე იწვევს დავას და რომელიც თავისი ფასიდან გამომდინარე მოულოდნელად კარგ ვიზუალს გვთავაზობს.
საიდუმლო იმაშია, რომ წინა ცხაურის დიზაინი, რის გამოც Fusion-ს Aston Martin-საც კი ამსგავსებენ, შემთხვევითობა არ არის. დიზაინის შემუშავების პერიოდში, Ford ჯერ კიდევ ფლობდა Aston Martin-ს, რამაც პირდაპირი გავლენა იქონია ამერიკული სედანის გარეგნობაზე.
დიზაინის გარდა, ინტერიერში გამოყენებულია ხარისხიანი საწარმოო მასალები, რაც მფლობელს კომფორტის განცდას უქმნის. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც Fusion-ს დღესაც ყიდულობენ: იგი ბევრად ძვირად გამოიყურება, ვიდრე ღირს.
სამწუხაროდ, სადაც Fusion-მა ფული დაზოგა, ეს არის ზოგიერთი ძრავი და გადაცემათა კოლოფი. აქ მყიდველმა მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.

1.6 ლიტრიანი ძრავის ფიასკო (EcoBoost)
1.6 ლიტრიანმა EcoBoost ძრავმა ვერ გაამართლა. პრობლემა ძირითადად გაგრილების სისტემას უკავშირდება. ძარის წონიდან გამომდინარე, ძრავს უჭირს ტემპერატურის კონტროლი, რაც ხშირად იწვევს გადახურებას, რემონტს და ხშირ შემთხვევაში - ძრავის შეცვლას. თუ უკვე გყავთ აღნიშნულ ძრავზე მართეთ თანაბრად და როულად ცვალეთ სითხეები, სასურველია ჩაასხათ სუპერი, თუ არ გყავთ ამ ვერსიის შეძენისგან მაქსიმალურად უნდა შეიკავოთ თავი!
გადაცემათა კოლოფი
პოპულარული ჰიბრიდული ვერსია (რომელიც საქართველოშიც მოთხოვნადია) საწვავის ეკონომიურობით გამოირჩევა, თუმცა მასაც აქვს აქილევსის ქუსლი: გადაცემათა კოლოფი (CVT). ჰიბრიდის გადაცემათა კოლოფებს ძირითადად პრობლემები ექმნება ზეთის დაგვიანებით შეცვლის გამო, რის შემდეგაც ახალი ზეთი დროებით შველის მხოლოდ სიტუაციას და მისი შეკეთება ან შეცვლა აუცილებლად მოგიწევთ.
არც 6 სიჩქარიანი კოლოფები დაიკვეხნიან გამძლებით, აქაც იგივე პრობლემაა, დაგვიანებული სერვისი იწვევს უხეშ სიჩქარის შეცვლას, ეწყება გარტყმები. მაგრამ ჰიბრიდის კოლოფისგან განსხვავებით ასეთ მდგომარებაშიც უპრობლემოდ მუშაობენ.
პირველი განახლება: 2017-2018 წლები (გარდამავალი პერიოდი)
ეს იყო პირველი მნიშვნელოვანი ფეისლიფტი, რომელიც 2012-2016 წლების მოდელების პრობლემების საპასუხოდ გამოვიდა.
ფიუჟენმა მიიღო ახალი წინა და უკანა ნაწილის ვიზუალი, შეიცვალა ფარები და დაემატა დღის ნათება (Daytime running lights), მცირედით ცვლილებები შეეხო ინტერიერსაც.

ტექნიკური ცვლილებები:
1.5 ძრავი: პრობლემური 1.6 EcoBoost ძრავა სრულად ჩანაცვლდა ნაკლებად პრობლემური 1.5 EcoBoost-ით.
გადაცემათა კოლოფი: დამუშავდა როგორც ჰიბრიდის, ასევე 6-სიჩქარიანი ავტომატური კოლოფები.
ახალი კომპლექტაცია: დაემატა Fusion Sport კომპლექტაცია, რომელიც აღჭურვილი იყო მძლავრი 2.7 V6 EcoBoost ძრავით და AWD (ოთხივე წამყვანი) სისტემით.
ტექნოლოგიური ცვლილებები:
SYNC 3: განახლებულმა მოდელებმა მიიღეს SYNC 3 მულტიმედია სისტემა, რაც 2016 წლამდე ვერსიებთან შედარებით გიგანტური ნახტომია.
Rotary Shifter: ტრადიციული გადაცემათა ბერკეტი ჩანაცვლდა როტორული (მბრუნავი) გადამრთველით.
მეორე განახლება: 2019-2020 წლები (დამშვიდობება)
აქ მცირედით კვლავ შეიცვალა გარე ვიზუალი, ამ განახლებით ძირითადად ყურადღება მიაქციეს ტექნიკურ ხარვეზებს და ითვლება რომ მესამე რესტაილინგი ფიუჟენი არის ყველაზე გამძლე. სამწუხაროდ გამძლებაზე გამახვილებულმა ბიჯეტმა ინტერიერი დაჩაგრა, ერთი შეხედვით ისევ სასიამოვნო და კომფორტულია, მაგრამ პირველ თაობა აშკარად უფრო ხარისხის შეგრძნებას ტოვებს.
Ford Co-Pilot360™: ამ წლებში ყველა პაკეტს აქვს:
ბრმა წერტილის მონიტორინგი (BLIS).
ზოლის შენარჩუნების სისტემა (Lane-Keeping System).
ავტომატური საავარიო დამუხრუჭება.
შეჯამება
როგორც ყოველთვის, ავტომობილი პრიველ რიგში ღირებულებიდან გამომდინარე იქცევს ყურადღებას, ამ ნაწილში კი ფიუჟები უკონკურენტოა. თუ მანქანის ელემენტარული მოვლა გიყვართ, ფიუჟენი უკმაყოფილოს არ დაგტოვებთ, ზოგადად ვფიქრობთ რომ ახალ ავტომობილებში ერთ-ერთი გამძლებ და გამომდგარი ავტომობილია.
ყიდვისას ეცადეთ რომ დაბალ გარბენზე და კარგი კომპლექტაცია შეიძინოთ SEL ან ტიტანიუმი.
ესეც ჩვენი რჩევა წლების მიხედვით:
პერიოდი | რეკომენდებული ძრავები | რჩევა |
2012-2016 წლები | 2.5 ატმოსფერული. 2.0 ჰიბრიდი. | მოერიდეთ 1.6 EcoBoost-ს (გადახურების რისკი) |
2017-2018 (განახლება I) | 2.5 ატმოსფერული. 2.0 ჰიბრიდი. 2.7 EcoBoost V6 | 1.5 უკეთესია ვიდრე 1.6, მაგრამ მაინც საჭიროებს მოვლას. |
2019-2020 (განახლება II) | 2.5 ატმოსფერული. 2.0 ჰიბრიდი. 2.0 EcoBoost. 2.7 EcoBoost V6 | ეცადეთ შეარჩიოთ მინმუმ ტიტანიუმ კომპლექტაცია, რათა ისიამოვნოთ თანამედროვე ტექნოლოგიებით და მეტი კომფორტით. |





Max
ტეგები
კომენტარის დასაწერად გაიაეთ ავტორიზაცია
შესვლადაწერეთ პირველი კომენტარი!