ავტომობილების უსაფრთხოების სტანდარტები და რეგულაციული განახლებები
1 აპრილიდან ავტოიმპორტიორებისთვის და განსაკუთრებით, რეტრო ავტომობილების მოყვარულებისთვის კანონმდებლობაში ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე ამოქმედდა. თუ აქამდე საოცნებო კლასიკური ავტომობილის ჩამოყვანა და მისი სპეციალური ტარიფით განბაჟება მხოლოდ ძალიან ძველ მოდელებზე იყო შესაძლებელი, ახლა ეს წესი შეიცვალა და ქართველი ავტომოყვარულებისთვის სრულიად ახალ შესაძლებლობებს ხსნის.