ავტოიმპორტის ახალი სტანდარტი: როგორც Amazon-ზე შეკვეთა.
ავტომობილის უცხოეთიდან ჩამოყვანა ხშირად სტრესთან და უამრავ გაურკვევლობასთან არის დაკავშირებული. როგორ შევარჩიოთ? რა მდგომარეობაშია რეალურად? სად ვიპოვოთ სანდო პარტნიორი? ProAuto-ს გუნდმა ეს გამოცდილება რადიკალურად შეცვალა.

ჩვენი საიდუმლო: შეკვეთების მართვის სისტემა
ჩვენ შევქმენით ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელიც პროცესს არა მხოლოდ სანდოს, არამედ სრულად გამჭვირვალესა და მარტივს ხდის. წარმოიდგინეთ, რომ მანქანის იმპორტი ახლა ისეთივე კონტროლირებადია, როგორც Amazon-ზე ან eBay-ზე ამანათის თვალყურის დევნება. შეკვეთების მართვის სისტემა არის ჩვენი სერვისი, სადაც ყველა დეტალი ერთ სივრცეშია თავმოყრილი. თქვენ იღებთ წვდომას შეკვეთების გვერდზე, რომელიც საშუალებას გაძლევთ:
ონლაინ აკონტროლოთ მთელი იმპორტის პროცესი.
ნებისმიერ დროს ნახოთ, რა ეტაპზეა თქვენი მანქანა და რა პროცესები მიმდინარეობს.
იხილოთ დეტალური სტატუსები, რომლებიც მუდმივად განახლებადია.
ეს ნიშნავს, რომ აღარ გიწევთ ათასჯერ დარეკვა და კითხვა: "სად არის ჩემი მანქანა?". ყველაფერი რეალურ დროში ჩანს თქვენს ეკრანზე.
სრული გამჭვირვალობა და სანდოობა პირველი ნაბიჯიდან
ტექნოლოგიური გამჭვირვალობა მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ვუზრუნველყოფთ მანქანის ისტორიის სიღრმისეულ შემოწმებას და დეტალურ ანალიზს, რაც მაქსიმალურად გამორიცხავს მოულოდნელ უსიამოვნებებს. ჩვენ ვამოწმებთ:
ავარიებსა და დაზიანებებს.
მომსახურების ისტორიას და სერვისის ჩანაწერებს.
გარბენის სიზუსტეს.
რიგ შემთხვევებში ვახდენთ ადგილზე დათვალიერებასაც.
თუ არ გსურთ დროის ხარჯვა ავტომობილის შერჩევაზე, ჩვენს ვებგვერდზე უკვე შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ მიერ წინასწარ შერჩეული და შემოწმებული ავტომობილები. ისინი მარტივად ამოსაცნობია სპეციალური ნიშნულით: „აუქციონი“ ან „შეკვეთა“.
ფასი, რომელიც არ მალავს მოულოდნელ ხარჯებს
ჩვენ ვთანამშრომლობთ წამყვან იმპორტიორ კომპანიებთან, რათა შემოგთავაზოთ საუკეთესო და კონკურენტუნარიანი ფასები. ჩვენთან ფასები სრულიად გამჭვირვალეა და დეტალურად არის წარმოდგენილი ჩვენს ვებგვერდზე არსებულ კალკულატორზე, სადაც ყველა ძირითადი დანახარჯი ნათლად არის გაწერილი.
რატომ ProAuto და არა სხვები?
ბაზარზე ბევრი იმპორტიორია, მაგრამ პრაქტიკა ასეთია — მომხმარებელი ხშირად ვერ ხედავს, რა ხდება მის მანქანაზე, თითქმის ყველაფერი დაფარულია და მყიდველი უბრალოდ ლოდინით შემოიფარგლება.
ProAuto-ს შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ:
აბსოლუტურ გამჭვირვალობას — სტატუსები ყველასთვის ხელმისაწვდომია.
პასუხისმგებლობას — ჩვენ ვართ ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელიც პასუხისმგებელია შერჩევის, ყიდვის და ტრანპორტირების დეტალურ ინფორმაციაზე.
დაზოგილ დროსა და ნერვებს — ერთი დაწკაპუნებით იცით, სად არის თქვენი მანქანა.
სრულ სანდოობას — ყველა მანქანა გადის დეტალურ შემოწმებას.
ProAuto-სთან ერთად მანქანის იმპორტი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მომხმარებლის მოლოდინებს — სისწრაფე, გამჭვირვალობა და სრული კონტროლი.
თუ მზად ხართ, მანქანის იმპორტი სრულიად ახალ დონეზე აიყვანოთ, დაგვიკავშირდით დღესვე და მიიღეთ სერვისი, რომელიც თქვენს ნერვებსა და დროს ზოგავს.
Max
ტეგები
კომენტარის დასაწერად გაიაეთ ავტორიზაცია
შესვლადაწერეთ პირველი კომენტარი!